მოგვწერეთ

info@medmsheni.ge

დაგვიკავშირდით

+995 577 15 14 95

სამუშაო საათები

ორშ - შაბ 09:00 - 19:00

მიმდინარე პროექტები

სასტუმრო GOLDEN TULIP – ჩვენი ენერგოეფექტური პროექტი თბილისში, 300 არაგველის 2ა

იმისათვის, რომ შენობაში მოთავსებულიყო 78 ნომრიანი სასტუმრო საჭირო შეიქმნა შენობის წვერში საყრდენი სვეტის შეყენება და ფაქტიურად სამი სართულის დაშენება. პროექტის არქიტექტურული ნაწილი დამუშავებულია პორტუგალიელი არქიტექტორის ბატონ ცეზარ რიბეიროს მიერ, კონსტრუქციული ნაწილი ბატონ ნუკრი კირთაძის მიერ, საინჟინრო ქსელები მოსკოვური ფირმა “უნიკა ინჟინირინგ”-ის მიერ.
პროექტის მსვლელობისას ჩვენი კომპანიის ინიციატივით მიღებული იქნა გადაწყვეტილება შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის უზრუნველსაყოფად გამოგვეყენებინა განახლებადი ენერგიის წყაროები. ამისათვის დამუშავდა იდეა თბური ენერგიის წყაროდ გამოგვეყენებინა მტკვრის თბური პოტენციალი და თბური ტუმბოები. თბური ცენტრის პროექტი დამუშავებული იქნა ესპანური ფირმა “ეკოფორესტის” მიერ, მისი სრული კომპლექტაცია, შეფ-მონტაჟი და გამართვა-გაშვების სამუშაოები შესრულებული იქნება მათივე ძალებით.
ვინაიდან თბური ტუმბოს ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია გათბობის სისტემის მომარაგება დაბალი ტემპერატურის წყლით, მნიშვნელოვანი გახდა თბური დანაკარგებისგან მაქსიმალური დაზღვევა.
თბოიზოლაციისთვის მაღალეფექტურობის პრინციპით შეირჩა პოლიურეთანის ქაფი, რომელსაც გააჩნია დაბალი თბოგამტარობის კოეფიციენტი და შესაძლებელია მისი მონოლითური დასხმა. ამისათვის მოხდა გრაკოს ფირმის პოლიურეთანის დასასხმელი აპარატის, ღია და დახურულფორებიანი პოლიურეთანის ქაფის კომპონენტების შესყიდვა. პოლიურეთანის ქაფს გააჩნია მაღალი ადგეზიური თვისებები უმეტეს სამშენებლო მასალების მიმართ, რის გამოც მისი დასხმის პროცედურა ძლიერ გამარტივებულია. დახურულფორებიანი პოლიურეთანის ქაფი გამოირჩევა დაბალი თბოგამტარობით, ხოლო ღია ფორებიანი თითქმის იგივე თბოიზოლაციურ თვისებებთან ერთად მაღალი ხმის იზოლაციის თვისებებით.