შპს „მედმშენი“ დაარსდა 2010 წელს. სახელის შერჩევა განაპირობა იმან, რომ დამფუძნებელს და დირექტორს აქვს დიდი გამოცდილება სამედიცინო ობიექტების და ‘სუფთა ზონების პროექტირებასა და მშენებლობაში.
დღეისათვის კომპანია ჩამოყალიბდა ფართო სპექტრის სამშენებლო კომპანიად, რომელსაც შეუძლია რთული საინჟინრო პროექტების განხორციელება.
შპს ,,მედმშენი“ დაარსების დღიდან წარმატებით ანხორციელებს სხვადასხვა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რაზედაც ფირმას მიღებული აქვს არაერთი მადლობის და სარეკომენდაციო წერილი.
კომპანიის წარმატების საფუძველს წარმოადგენს საინჟინრო ჯგუფის მაღალი კვალიფიკაცია, მრავალმხრივი გამოცდილება, მათ მიერ მშენებლობის პროცესში მიღებული რთული საინჟინრო გადაწყვეტილებები და მშენებლობის უახლესი მეთოდების მუდმივი დანერგვა, გუნდური მუშაობის პრინციპი, მობილიზებული კვალიფიციური მუშახელი, თანამედროვე სპეცდანიშნულების აღჭურვილობა.









